ავიაკომპანია Yanair -ი კიევიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს. ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას 28 ივნისიდან დაიწყებს, ხოლო კიევი-თბილისის რეისს კი 1 ივლისიდან. კიევი-ბათუმის რეისი კვირაში 2 -ჯერ: ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება, ხოლო კიევი-თბილისის რეისი კი კვირაში 3 -ჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას. კიევი-თბილისის რეისზე ორმხრივი ბილეთის ღირებულება 330 დოლარი, ხოლო კიევი-ბათუმის რეისზე კი 380 დოლარი ეღირება. ღირებულებაში შედის ტვირთისა და კვების ღირებულება.
უკვე ცნობილია, რომ Yanair -ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით Boeing 737%401 გეგმავს402% და Airbus A320 -ით იფრენს.
მასალის გამოყენების პირობები