ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენები 11 სტამბაში იბეჭდება. ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი"; "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" და "ჩვენ-ჯანსაღი მომავლისთვის" აკვირდებიან.
9, 611, 100 ბიულეტენიდან იბეჭდება:
პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3, 203, 700;
მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3, 203, 700;
12 თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის - 1, 389, 550;
59 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევის მიზნით - 1, 814, 150.
ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების: სომხურ-ქართულ, აზერბაიჯანულ-ქართულ და ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე (სულ - 748, 500 ბიულეტენი).
სტამბების ჩამონათვალი, სადაც იბეჭდება ბიულეტენები:
1. "კაბადონი +"
2. "ფორმა"
3. "მვპ"
4. "საარი"
5. "არტ ჰაუსი"
6. "კარტოგრაფია"
7. "პრინტმასტერი"
8. "სტამბაკომი"
9. "თამარიონი 2012"
10."ფავორიტი"
11. " ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი"