საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აჭარის რეგიონს ესტუმრება. რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.
დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
რეგიონული ტურნეს დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის რეგიონში კოალიცია „ქართული ოცნების" მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს.