,,ევროკავშირი არ ცნობს იმ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები" იმართება, - ამის შესახებ, ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლით. 8 ივნისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ამ არჩევნების საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოებს" - აღნიშნულია განცხადებაში.