ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გინესის რეკორდსმენს, მოგზაურ ფრედ ფინს საპატიო წარმომადგენლის წოდება მიანიჭა. ფრედ ფინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ სერთიფიკატით დააჯილდოვა. ფრედ ფინი 52 წელია აქტიურად მოგზაურობს და დღეისათვის 24 მილიონზე მეტი კილომეტრი აქვს დაფარული, ის „კონკორდის" ერთ-ერთი პირველი მგზავრია, რომლითაც 718-ჯერ იმოგზაურა. ფრედ ფინი თავისი მოგზაურობის შესახებ აქვეყნებს პუბლიკაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს საინტერესო ინფორმაციებს ტურიზმისა და მოგზაურობის შესახებ. ფრედ ფინი ხვდება საინტერესო ადამიანებს, ეცნობა სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებსა და კულტურას.