საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა არამდგრადი ამინდის მიუხედავად ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.
,,კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინი შენარჩუნდება. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში 11, 12, 13 ივნისს ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით შეიძლება დაიკლოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია, ხანმოკლე ხასიათის წვიმებს თან ახლდეს სეტყვა. Mმომდევნო დღეების განმავლობაში Hჰაერის საშუალო ტემპერატურას რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ჰაერი 21-25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-30 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გვაზავამ.
მისივე განცხადებით, თბილისშიც არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება და მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით.