ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები შემდგარად გამოაცხადეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ ე.წ. მეექვსე მოწვევის პარლამენტი აირჩია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დღევანდელი დილისათვის უკვე დამუშავებულია ე.წ. ბიულეტენების 100 %.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელის ბელა ფლიევას ინფორმაციით, სავარაუდოდ ე.წ. პარლამენტში ოთხი პარტია შევა.
მისი თქმით, ამჟამად ანატოლი ბიბილოვის პარტია „ედიანაია ოსეტია" ლიდერობს, რომელსაც ხმათა 43, 19 % აქვს. ამის მერე მოდის ვლადიმერ ქელეხსაევის პარტია „ედინსტნო ნაროდა". მას ხმათა 13, 24 % აქვს. მესამე ადგილზეა - სახალხო პარტია ხმათა 9,09 % ით. რამდენიმე მანდატი ასევე ერგო პარტია „ნიხას"-ს და მას ხმათა 7, 47 % აქვს.
„აქედან გამომდინარე პარტია „ედიანაია ოსეტიას" 20 მანდატი ექნება, „ედინსტვა ნაროდა"-ს, სახალხო პარტიასა და „ნიხას"-ს 4-4 მანდატი.
ამომრჩეველთა აქტიურობამ არჩევნებზე 60, 47 % შეადგინა",_ წერს ოსური მედია.