ხვალ, 25 მარტს, ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს ორგანიზებით შიდა ქართლიდან დევნილი ბავშვებისთვის რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სუბელიანის უწყებიდან აცნობეს, დევნილ ბავშვებს ჯერ სათამაშოების მაღაზია "ჭიტა", შემდეგ კი საკონდიტრო ქარხანა "ტკბილი ქვეყანა" უმასპინძლებს. ბავშვებს დაურიგდებათ საჩუქრები.
დღის ბოლოს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ბავშვები კინოთეატრ "რუსთაველში" ანიმაციურ ფილმს ნახავენ.