დღეს, 9 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ანგარიში პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2013 წლის 21 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით, პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობით ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას შეეხება.
მონიტორინგი განხორციელდა და ანგარიში გამოიცა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში მოცემულია მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული სისტემური ხარვეზების/პრობლემების კომპლექსური ანალიზის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები.
ანგარიში განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN ჩღPD) რატიფიცირების ფონზე. წინამდებარე ანგარიში არის მცდელობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ნორმების აღსრულება არა მხოლოდ განხილულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებთან მიმართებაში, არამედ შემოწმდეს მათი იმპლემენტაცია რეალობაში.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა, აღნიშნული კუთხით, პირველად განხორციელდა საქართველოში; ეს პირველი სპეციალიზებული ანგარიშია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - სხვა მრავალი ქვეყნისთვის, რომლებიც კონვენციის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები