ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ხმით 5-ის წინაააღმდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამ კულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა.
სხდომა ცესკო-ში გვიან ღამით დასრულდა.
თავად ახმედ იმამ კულიევი ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ "ნაციონალების" მაჟორიტარობის კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნა, მიზეზად კი საჭირო პროცედურების დარღვევა დაასახელა და აცხადებს, რომ ის საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა.