„ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ექსპორტის მოცულობა სისტემატურ ზრდას განიცდის.
2013 წელს, წინა წელთან შედარებით იანვარ-აპრილის პერიოდში, ექსპორტი 61 მლნ ლარით გაიზარდა და 785,4 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს, ამავე საანგარიშო პერიოდში ექსპორტის ზრდამ შეადგინა 147,4 მლნ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 86,4 მლნ ლარით მეტია.
მნიშვნელოვანი ზრდაა იმპორტის ნაწილშიც; მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში იმპორტი გაზრდილია 2012 წელთან შედარებითაც. 2013 წელს აღინიშნა კლება 195,3 მლნ ლარით 2012 წელთან შედარებით, თუმცა 2014 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 2012 წელთან მიმართებაში 92 მლნ ლარითაა გაზრდილია. 2014 წლის პირველ 4 თვეში იმპორტი, წინა წელთან შედარებით 287,3 მლნ ლარით არის გაზრდილი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი 4 თვის პერიოდში, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო კლებით ხასიათდება. 2012 წელთან შედარებით აღნიშნულმა მაჩვენებელმა კლება 116,4 მლნ ლარით განიცადა. მართალია სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 2013 წელთან შედარებით 139,9 მლნ ლარითაა გაზრდილი, მაგრამ თუ 2011-12 წლების უარყოფითი სალდოს მატებას შევადარებთ 2013-14 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს, ჩანს რომ პირველ შემთხვევაში ზრდა იყო 358,9 მლნ ლარი, ხოლო 2013-14 წლებში ეს ზრდა 119,9 მლნ ლარამდე შემცირდა.
ორგანიზაცია დადებითი ტენდენციის გამომწვევი მიზეზებითაც დაინტერესდა და ექსპორტის და იმპორტის ზრდის მაჩვენებლების შედარება მოახდინა. ანალიზმა ცხადყო, რომ 4 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ექსპორტი გაზრდილია 15,8%-ით, ხოლო იმპორტი - 11,5%. აქედან გამომდინარე, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებამ 4,3% შეადგინა, რაც შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების გამოცოცხლებად ჩაითვალოს.
მასალის გამოყენების პირობები