სლავიანსკთან ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, გუშინ ბოევიკების მიერ სლავიანსკთან ჩამოგდებული თვითმფრინავის სამი წევრი დაიღუპა, სამის გადარჩენა მოხერხდა. ერთი მათგანი დაჭრილია.
სელეზნიოვის ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სლავიანსკის მცხოვრებლები გადაერჩინათ და თვითმფრინავი საცხოვრებელი კვარტლებიდან გამოეყვანათ.
ვერტმფრენმა ვარდნა სლავიანსკის საცხოვრებელი კვარტლების თავზე დაიწყო. „ეკიპაჯის წევრთა ძალისხმევით მათ საცხოვრებელ კვარტლებზე ვარდნა აიცილეს თავიდან", _ აცხადებს სელეზნიოვი .