აპრილის ბოლოდან ტელეკომპანია "მაესტროს" კიდევ ერთი გადაცემა "პროფესია ჟურნალისტი" დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა დაუდასტურა.
მისი განმარტებით, "პროფესია ჟურნალისტის" დახურვისთანავე "მაესტროზე" ახალი პოლიტიკური თოქ-შოუები გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ "მაესტროში" განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად უკვე დაიხურა გადაცემა "უცნობი კავკასია". "პროფესია ჟურნალისტის" შესაძლო დახურვის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სწორედ "უცნობი კავკასიის" წამყვანმა ზვიად ქორიძემ მიაწოდა.