უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინა იყო, არის და იქნება უნიტარული სახელმწიფო. ეს განცხადება მან, ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„სწორედ ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს ჩვენ, რომ უფლებამოსილების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ახლა დელეგირებულ უნდა იყოს ცენტრიდან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე.
დეცენტრალიზაციის რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებებით უკვე მიმდინარე წელს დაიწყება. ახალ უფლებამოსილებებს მიიღებენ ახლადარჩეული ადგილობრივი საკრებულოები, მაგრამ უკრაინა იყო არის და იქნება უნიტარული სახელმწიფო. ფედერალიზაციის შესახებ ბოდვას უკრაინაში საფუძველი არ გააჩნია",_ აცხადებს პოროშენკო .
მასალის გამოყენების პირობები