უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევანგელეზე ხელის დადებით, პოროშენკომ განაცხადა: „მე პეტრო პოროშენკო, ხალხის ნებით უკრაინის პრეზიდენტად არჩეული, ამ უმაღლეს თანამდებობაზე არჩევით საზეიმოდ ვდებ ფიცს უკრაინის ერთგულებაზე. ვიღებ ჩემს თავზე ვალდებულებას ყველა ჩემი საქმით დავიცვა უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაზე და უკრაინელი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, დავიცვა უკრაინის კონსტიტუცია და კანონები, შევასრულო ჩემი მოვალეობები ჩემი თანამემამულეების ინტერესების შესაბამისად, ავამაღლო უკრაინის ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.
მანვე ფიცი თავისი ხელმოწერით გაამყარა.
მასალის გამოყენების პირობები