დღეს, 7 ივნისს, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია გაიმართება.
პოროშენკო უკრაინელი ხალხის წინაშე ერთგულების ფიცს დადებს და ოფიციალურად გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.
ცერემონიალი რადაში დაიწყება სადაც გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი. 11:00 სოფიის მოედანზე პრეზიდენტის დროშის აღმართვა გაიმართება. შემდგომ სოფიის ტაძარში წირვა გაიმართება.
პოროშენკო პრეზიდენტის რეზიდენციაში 14:30 საათზე მივა, სადაც ორი საათის განმავლობაში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
17:00 საათზე კი პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართება.
ცერემონიალში 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. ინაუგურაციაზე მიწვეულია საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.