რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტრმა ბარაკ ობამამ ნორმანდიაში მსოფლიო ლიდერების შეხვედრის დროს ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ეს პირველი პირადი საუბარი იყო ორი სახელმწიფოს მეთაურისა უკრაინაში კრიზისი დაწყებიდან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ობამა და პუტინი მხოლოდ ტელეფონით საუბრობდდნენ.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საუბარი არაფორმალური იყო და სულ რაღაც 10-15 წუთს გრძელდებოდა.
„ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, ჯგუფური ფოტოს გადაღების დროს პუტინი და ობამა ცალცალკე იდგნენ.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი ერთმანეთს გამიზნულად არიდებდდნენ თავს",_ ამატებს სააგენტო.
ამას გარდა, დღეს ვლადიმერ პუტინი ასევე შეხვდა, უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს. საუბარი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თანდასწრებით მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები