ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ALPRAZOLAM აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 5 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „გუგუთის", ტერიტორიაზე. მედიკამენტი შემოჰქონდა საქართველოს მოქალაქე ა. ბ.-ს, რომელიც სომხეთის მხრიდან შემოვიდა. შესაბამისი საბაჟო პროცედურებისას, მებაჟე ოფიცრებმა მის ბარგში 60 აბი ALPRAZOLAM აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს დმანისის რაიონულ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები