დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ბათუმისა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურების თანამშრომლები ბათუმის №7 საჯარო სკოლასთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს ესტუმრნენ და სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.
სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კლასში 22 მოწაფე სწავლობს. ღონისძიების ფარგლებში, მათ სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები ლექსებითა და სიმღერით გააცნეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ორგანიზაცია, მუდმივად ცდილობს საზოგადოების ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანას. მით უმეტეს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლები ყოველთვის გამოხატავენ სურვილს და მზადყოფნას მსგავს პროექტებში ჩასართავად. „ჩვენ შევუერთდით ინიციატივას და ამჯერად ჩვენი სტუმრობით ვეცადეთ თანადგომა და მხარდაჭერა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის დაგვედასტურებინა "-აღნიშნავენ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში.
თანამშრომლებმა, მადლიერების ნიშნად, სკოლის ადმინისტრაციისგან სპეციალური სიგელიც მიიღეს.
საჯარო რეესტრი, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის „ჩვენ ვზრუნავთ..." ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდება.