გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ერთ საათს გრძელდებოდა. მათი საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი",_ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მერკელისა და პუტინის შეხვედრა მთლიანად უკრაინას დაეთმო. „მათ კონფლიქტიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრეს",_ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
ხოლო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რომელიც მერკელისა და პუტინის შეხვედრას ესწრებოდა აცხადებს, რომ ისინი ცდილობდნენ უკრაინის საკითხთან მიმართებაში კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას.
„საუბარი კომპრომისის ძებნას მიეძღვნა და არა უთანხმოებებს ამ საკითხთან მიმართებაში",_ აღნიშნა უშაკოვმა.
ასევე მოსალოდნელია, რომ ნორმანდიაში გამართულ შეხვედრაზე, მიუხედავად დაძაბული მდგომარეობისა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრე პოროშჩენკო ჩავიდეს. ვლადიმერ პუტინი ადრე აცხადებდა, რომ ის მზადაა ნორმანდიაში პოროშჩენკოს შეხვდეს.
მასალის გამოყენების პირობები