გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"პუტინი და მერკელი ერთმანეთს სასტუმრო „ნორმანდიას" დარბაზში შეხვდნენ. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და რამდენიმე წამი მდუმარედ მჯდომნი ფოტოგრაფებისა და ტელეოპერატორების წინაშე პოზიორობდნენ",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პუტინი მერკელს თანაშემწეებისა და პრესმდივნების მეშვეობით ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს მისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი პუტინთან შეხვედრა არ ისურვა.
მასალის გამოყენების პირობები