მე-4 საავადმყოფო ვენტილაციის გარეშე დარჩა. კლინიკის მფლობელმა ჩეხურმა კომპანია "ბლოკ ჯორჯიამ" სავენტილაციო მილების გატანა სატვირთო მანქანებით დღეს დაიწყო.
კლინიკის მეიჯარე კომპანიები "ბლოკ ჯორჯიას" საერთაშორისო სამედიცინო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
საავადმყოფოს ექიმების მტკიცებით, კომპანიამ მილები ჯართში ჩასაბარებლად გაიტანა.
"სავენციტალიციო სისტემის გარეშე საავადმყოფო ვერ იმუშავებს", - აცხადებენ მედიკოსები.
თავად "ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენლები ფაქტს ძველი ქსელის გამოცვლით ხსნიან.