პრორუსმა ბოევიკებმა კრამატორსკში ჩვილ ბავშვთა სახლი დაიკავეს, რომელშიც ჩვილი ბავშვები იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერი ვლადისლავ სელეზნიოვი ავრცელებს.
„ბოევიკების შტაბი ამ დროისათვის ჩვილ ბავშვთა სახლის პირველ სართულზეა განლაგებული. შენობის მეორე სართულზე კი ჩვილი ბავშვები იმყოფებიან.
ასეთი მეთოდით ცდილობენ ბოევიკები თავი დაიცვან", - აცხადებს სელეზნიოვი.