გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აჭარის რეგიონს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ხაჩიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან ერთად ქობულეთში დაზიანებული სანაპირო ზოლი მოინახულა.
ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან და მაისისთვის პროექტს მოამზადებენ, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.
როგორც ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში ნაპირგამაგრების პარალელურად კეთილმოეწყობა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
თავის მხრივ კი, ხაჩიძემ აღნიშნა, რომ პროექტი, ქობულეთის სანაპირ ზოლის ორკილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითვალისწინებს.