უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა 8 სამართალდამცავი გაათავისუფლა, რომლებმაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლველად წასვლაზე უარი განაცხადეს.
„მივიღე გადაწყვეტილება რვა ექს-ბერკუტელების გათავისუფლების შესახებ ჩერნიგოვსკის ოლქიდან. მათ უარი განაცხადეს, მივლინებაში ანტიტერორისტული ოპერაციის მოქმედების ზონაში გამგზავრებაზე. მაშინ როდესაც მათი მეგობრები გაემგზავრნენ, ესენი...",_ დაწერა ავაკოვმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.