ბოევიკებს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებენ, ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი გარემოცვა აფინანსებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ გააკეთა.
„ჩვენი მონაცემებით ამ ტერორიზმის ზეიმს ბატონი იანუკოვიჩის ოჯახი აფინანსებს. თუ მას ჩემი ნათქვამის რამე საწინააღმდეგო აქვს - მიჩივლოს სასამართლოში", - აცხადებს გერაშჩენკო.
მისივე თქმით, დაქირავებულები, რომლებიც რუსეთიდან უკრაინაში ჩადიან „2-3 ათას აშშ დოლარს იღებენ".
მასალის გამოყენების პირობები