პროკურატურა ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის და პატიმართა წამებასთან" დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა. ბრალდების მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა და მოახდინა მტკიცებულებების დემონსტრირება. მეტი თვალსაჩინოებისთვის და რეალური სურათის დასახატად, პროკურატურის მხრიდან ასევე წარმოდგენილი იქნა კომპიუტერული გრაფიკა, სადაც აღდგენილია სპეცოპერაციის რეალური სურათი და დეტალურადაა ნაჩვენები თუ რა მოხდა 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე", _აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნული მასალა მომზადებულია პროკურატურის მიერ მოპოვებული და შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე.