ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის აღმოსავლეთ რაიონების მცხოვრებლების ევაკუაციის საკითხში დახმარებას ითხოვს, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბავშვები მშობლებთან ერთად ქალაქ სლავიანსკიდან გაიყვანეს. ისინი გაარიდეს იმ ტერიტორიას, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს", - განაცხადა დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ თამარა ლუკიანჩუკმა.
მისივე ინფორმაციით, ბავშვების ნაწილი მშვიდობიანად არის გადაყვანილი ოდესაში, ნაწილი - ხარკოვში.
„ახლა მიდის მუშაობა დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებიდან ბავშვების ევაკუაციაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველმხრივი დახმარება გვესაჭიროება", - აცხადებს ლუკიანჩუკი.