დღეს, 6 ივნის, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში ქორეოგრაფიულ ერთმოქმედებიანი სპექტაკლის „გრავიტაცია" პრემიერა გაიმართება.
მუსიკისა და დრამის თეატრში ამ საპრემიერო ჩვენებით მოხდება თანამეროვე ქორეოგრაფიის თეატრის პრეზნტაცია.
სპექტაკლი რეჟისორი და ქორეოგრაფი თიკო ქოიავაა.
სპექტაკლი მოგვითხრობს ცირკის მსახიობებზე, კერძოდ, სიამის ტყუპების ცხოვრებას. ბუნებრივი უწონობის ფონზე, თუ როგორ ვითარდება ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი - სიყვარული, რაც ყველაზე დიდი გრავიტაციაა.
სპექტაკლის "გრავიტაცია" საპრემიერო წარმოდგენა მუსიკისა და დრამის თეატრში 7,8,9 ივნისს გაიმართება.
სპექტაკლის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები