დღეს კიეველები ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაჭრილთა დასახმარებლად სისხლს ჩააბარებენ. დედაქალაქის ჰოსპიტალში ამისათვის საგანგებო პუნქტია გახსნილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში მდებარე სამხედრო-კლინიკურ ჰოსპიტალში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ყველაზე უფრო მძიმე დაჭრილებს ათავსებენ.
ბოლოს იქ 60 დაჭრილი მიიყვანეს. ქირურგის თქმით, ოპერაციები ჰოსპიტალში დღეღამეების განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.
მედიკოსები და მოხალისეები ყველა კიეველს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები