„დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყება მოუწოდეს. აშშ-ს პრზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადეს, რომ მოსკოვმა უნდა აღიაროს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიენდენტი პეტრე პოროშჩენკო, რომლის ინაუგურაციაც ხვალ 7 ივნისს არის დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე უკრაინის ახალ ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა კონსტიტუციური უფლება იმისათვის, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წესრიგი აღადგინოს.
ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პარიზში შეხვდა და მას, როგორც ითქვა „მკაფიო და ხისტი მოთხოვნები" გადასცა.
შეხვედრა პარიზის აეროპორტის საერთაშორისო ზონაში გაიმართა.
ამის შემდეგ, პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა.
დღეს პუტინი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ნორმანდიაში ხვდება.