ტერორისტი იგორ ბეზლერი ზედმეტსახელად „ბეს"-ი პასუხისმგებლობას ვერსად ვერ დაემალება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა.
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იგორ ბეზლერი, ზედმეტსახელად „ბეს"-ი არის ბოროტმოქმედი და მკვლელი. ამიტომაც ის დასჯილი უნდა იყოს, როგორც უკრაინული ასევე საერთაშორისო სამართლის მიხედვით",_ განაცხადა ტურჩინოვმა და აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
ტირჩინოვმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აწარმოებს მოლაპარაკებებს მკვლელებთან და ტერორისტებთან და რომ პასუხისმგებლობა ბეზლერის სისხლიან დანაშაულებებზე ასევე რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
„მოქალაქე ბეზლერის სისხლიან დანაშაულებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პოლიტიკური ტერორის მხარდაჭერას აგრძელებს",_ აცხადებს ტურჩინოვი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა ვიდეოფირი, რომელზეც ბოევიკთა ერთ-ერთი ლიდერი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბეზლერი მოითხოვს ტურჩინოვისგან გაათავისუფლოს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამხედრო ტყვეების ყოველი საათის ბოლოს დახოცვით იმუქრება.
ბეზლერი აცხადებს, რომ მათ ტყვედ 8 უკრაინელი სამხედრო ჰყავთ. ამასთან ერთად, ადამიანი ზედმეტსახელად „ბეს"-ი ამტკიცებს, რომ მან უკვე დახვრიტა 2 ტყვე.
მასალის გამოყენების პირობები