საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ესპანეთში გაემგზავრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად ბიზნესფორუმს დაესწრება, რომელზეც ისინი ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააცნობენ.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ესპანეთის სამეფოს ოფიციალურ პირებთანაც გამართავს შეხვედრას.