აფხაზეთში რუსი ტურისტებისათვის საფრთხე არ არსებობს. განცხადება ამის შესახებ დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ამჟამად რუსი ტურისტების სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ამ რესპუბლიკაში ყოფნის დროს არაფერი ემუქრება",_ აცხადებს დიპლომატი.