5, 6 და 7 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პიანისტის, პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სახალხო არტისტის - თენგიზ ამირეჯიბის სახელობის II საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საზეიმო გახსნა.
კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის II საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს სიმბოლურად მაესტროს მიერ აღზრდილი პიანისტები, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები გახსნიან: ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი. შესრულდება შოპენის, შუბერტის, რაველის ნაწარმოებები, რომელთაც ყველასათვის ცნობილი პიანისტები ორ როიალზე ან ოთხ ხელში შეასრულებენ.
ფესტივალის მსვლელობის დროს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გამოფენილი იქნება თენგიზ ამირეჯიბის ვაჟის, მხატვრის კონსტანტინე ამირეჯიბის ფერწერული ტილოები.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლია თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურია.
თ.ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
თ.ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სპონსორია თიბისი ბანკი.
მასალის გამოყენების პირობები