უკრაინაში რუსეთის ელჩი მიხაილ ზურაბოვი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშჩენკოს ინაუგურაციის ცერემონიის მხოლოდ ოფიციალურ ნაწილს დაესწრება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.
„უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის ელჩი კიევში დაბრუნდება და თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება. ის პრეზიდენტ პეტრე პოროშჩენკოს ინაუგურაციის ოფიციალურ ნაწილში მიიღებს მონაწილეობას",_ აცხადებს კარასინი და განმარტავს: „რუსეთის ელჩი ცერემონიის მხოლოდ ოფიციალურ ნაწილს დაესწრება, მიღებაში ის მონაწილეობას არ მიიღებს".