სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას საქმის გახსნას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქმე თუ ნამდვილად გამოძიებულია მისასალმებელია. თუმცა ნანუაშვილმა მეტი განმარტებებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, სააქმესთან დაკავშირებით დეტალებს არ იცნობს.
,, საქმესთან დაკავშირებით დეტალებს არ ვფლობ. თუმცა ქარდავას გაუჩინარების საქმე გამოძიებული, რომ უნდა ყოფილიყო Aამის შესახებ, არა ერთი რეკომენდაცია იყო გაცემული ჯერ კიდევ წინა სახალხო დამცველების დროს, ასევე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს საქმე უნდა გამოძიებულიყო. დღეს გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რადგან არ ვიცი დეტალები, თუმცა თუ ეს საქმე ნამდვილად არის გამოძიებული, ნამდვილად მისასალმებელია", _განაცახდა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები