ამ ახალი საკონდიტრო ნაწარმის სახელწოდება ფართოდ განიხილება სოციალურ ქსელებში. კერძოდ, კამფეტები სახელწოდებით „ყირიმი-აბა, წამართვი!" ქალაქ ნოვოსიბირსკში გაჩნდა. მასზე გამოსახულია გეორგიევსკის ლენტი და სუპერმენი.
აღნიშნულ კამფეტებს საკონდიტრო გაერთიანება „შოკოლადის ტრადიციები" აწარმოებს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კამფეტები ამ სახელწოდებით მიმდინარე წლის მარტიდან გამოდის და დიდი მოთხივნით სარგებლობს.
მათივე ინფორმაციით, მათი პროდუქცია მთელი რუსეთის მასშტაბით ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები