უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„გუშინ კი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში დაიჭრა ორი უკრაინელი სამხედრო - ორივე მფრინავია. ერთმა მიიღო დამწვრობა მეორე კი ტრავმირებულია.
წუხელ ასევე იყო წრიული სროლები ლუგანსკის ოლქში. დაიცხრილა უკრაინელი ძალოვანების კუთვნილი ორი საგუშაგო. უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
გარდა ამისა დაიცხრილა ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების კოლონა. საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელების მიკროავტობუსი განადგურებულია. უკრაინელ ძალოვანთა შორის მსხვერპლი არ არის"_ აცხადებს, ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი.
მასალის გამოყენების პირობები