"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დონორთა მხარდამჭერ აქციას განაგრძობს.
ჯო ენის სახელობის კლინიკაში სისხლი დღეს პარტიის ისანი-სამგორის რაიონის ორგანიზაციის წევრებმა და აქტივისტებმა ჩააბარეს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის სისხლი სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმაც გაიღო.
"ნაციონალური მოძრაობა" სისხლის ჩაბარების აქციას მთელი კვირის განმავლობაში ახორციელებს. მომდევნო 3 დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა კლინიკაში სისხლს პარტიის სხვა რაიონული ორგანიზაციის წევრებიც ჩააბარებენ.