დღეს 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროექტ „თანადგომის" ეგიდით, ტრიო „ბრავოს" დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
პროექტ „თანადგომის" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დევნილთა დასახლებებში, სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად, სპეციალური ლექცია-კონცერტები ჩატარდა.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის გარდა, პროექტს მხარს უჭერს: დევნილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორისა და შერიგების და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატები.
ღონისძიებას დაესწრებიან ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
მასალის გამოყენების პირობები