დღეს, 18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის - „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა" პრეზენტაცია გაიმართება.
კრებულში თავმოყრილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული, 1937 წელს ადგილობრივ მკვიდრთა - მარო ხუციშვილის, გრიშა მარსაგიშვილისა და სიმონ გუჯარაიძის მიერ ჩაწერილი, დღემდე უცნობი ათეულობით უნიკალური ფოლკლორულ ნიმუში. (ლირიკული ლექსი, ეპიკური ქმნილება, შაირი, შელოცვა, ანდაზა, გამოცანა, აფორიზმი, ამბავი, ზღაპარი...). კრებულის შემდგენელ-რედაქტორები არიან - ამირან არაბული და ეთერ თათარაძე.
ღონისძიებაზე ასევე მოხეური ეთნოტიპაჟისა და ყოფითი თავისებურებების ამსახველი ასი შავ-თეთრი ფოტოსურათიც გამოიფინება. საღამოზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხევური სიმღერებით ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი - „ჯვარული" წარდგება.
პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები