5 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი გურამ ოდიშარია სამხრეთ კორეელ ინვესტორებს უმასპინძლებს.
სამხრეთ კორეელი პარტნიორები განიხილავენ ინვესტირების განახორციელებას შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციასა და განვითარებაში.
საუკუნოვანი ისტორიის თეატრის შენობა ძირეულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს და კულტურის სამინისტრო მიესალმება საერთაშორისო ბიზნესის დაინტერესებას რეგიონალური თეატრის განვითარების საკითხში.
შეხვედრაზე კორეულ მხარეს წარმოადგენენ უონ ჰან სუ (TDA INC president), ჯინკუი პარკი (Korea Testing Laboratory). შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლები და ბიზნესმენი დავით ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები