ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი აცხადებს, რომ „ყველაზე გვიანი ვადა", როდესაც უკრაინამ შეიძლება ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს მოაწეროს ხელი ეს 27 ივნისია.
„უკრაინასთან ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს, ნაწილი რომელიც დარჩა - ეკონომიკურია და მას ყველაზე გვიან - 27 ივნისს მოვაწერთ ხელს",_ აცხადებს რომპეი და აღნიშნავს, რომ ამ თარიღთან ასევე არის დაკავშირებული ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა საქართველოსთან და მოლდოვასთან , რომელსაც ევროკავშირის 28 წევრი-სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები