აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშჩენკო ერთმანეთს ვარშავაში შეხვდნენ. პოროშჩენკოსთან გამართული შეხვედრის შესახებ თავად აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა.
„ჩვენს შორის გამართული საუბრის დროს ცხადი გახდა, რომ მას კარგად ესმის უკრაინელი ხალხის მოლოდინები და იმედები და როდესაც მე ვამბობ „უკრაინელი ხალხი" მე ვგულისხმობ მთელს უკრაინელ ხალხს",_ განაცხადა ობამამ უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახლადარჩეული პრეზიდენტის მომავალი გეგმები უკრაინის სტაბილიზაციის საკითხთან მიმართებაში.
ობამამ ასევე განაცხადა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქვეყნის რეფორმირების საკითხში.
კერძოდ, ობამამ განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას სამართალდამცავი სისტემისა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხში.