28 მარტს პრაიმერში კანდიდატების რეგისტრაციის ვადა იწურება. ამის შესახებ "კოსერვატიული პარიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
მისი თქმით, 28 მარტამდე რეგისტრირდებიან როგორც თბილისის მერობის, ასევე საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1024 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატები.
"ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის დამოუკიდებელ კანდიდატებს და საინიციატივო ჯგუფებს, 28 მარტამდე გაიარონ რეგისტრაცია, როგორც თბილისის ასევე რეგიონალურ მაჟორიტარულ ოლქებში. ეროვნული საბჭო იქნება ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც დაფარავს საქართველოს ყველა 1024-ვე მაჟორიტარულ ოლქს, ამისათვის ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, განსაკუთრებული აქტიურობისაკენ მოუწიდებთ სამხრეთ საქართველოს და იმ რეგიონების წარმომადგენლებს, სადაც ტრადიციულად ხელისუფლება ,,ეფექტურად" აყალბებს არჩევნებს", - განცხადა კახა კუკავამ