დეპუტატი გია ცაგარეიშვილი შიშობს, რომ გუანტანამოს ციხიდან საქართველოში უახლოეს მომავალში ათეულობით პატიმარს ჩამოიყვანენ და მოითხოვს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები აშშ-ის ხელისუფლების და ამერიკის ელჩის მხრიდან მაინც გაკეთდეს. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმრის საქართველოში გადმოყვანის ფაქის კომენტარისას.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პრობლემურია ორი საკითხი. პირველი არის ის, რომ მისი თქმით "ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საზოგადოების ზურგს უკან და მხოლოდ პოსტ ფაქტუმ გახდა ცნობილი", - რაც მისი თქმით, არის საგანგაშო ფაქტი და შიშობს, რომ შესძლოა ხელისუფლებას "ასევე ფარულად ჰქონდეს გადაწყვეტილება მიღებული ათობით პატიმრის ჩამოყვანაზე და ნუ გაგიკვირდებათ თუ ხვალ და ზეგ ამ პატიმრების ჩამოყვანის ამბავს გაიგებთ", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მეორე პრობლემურ სკითხად კი ასახელებს იმას, რომ გაურკვეველია ვინ შეაფასა ამ პატიმრების ასქართველოში ჩამოყვანის რისკები და აღნიშნავს, რომ აქამდე გაკეთებული განმარტებები ამ რისკების გასაგებად არასაკმარისია.
"თუ რისკები უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა შეაფასა ჩემთვის ეს არასანდოა, რადგან მას ამ თანამდებობამდე ძალიან ბევრი თანამდებობა ეკავა და აგვისტოს ომის დროს ყველამ ვნახეთ მას ამ რისკების შეფასების უნარი რამდენად გააჩნია", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ამასთან იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "თუ საქართველოს ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან პატიმრების ჩამოყვანას თავდახრილ და მონურ მდგომარეობაში არ ახდენს, მაშინ განმარტებები არა შოთა უტიაშვილმა, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და მინიმუმ საქართველოში აშშ-ს ელჩს მაინც უნდა გაეკეთებინა", - აცახდებს ცაგარეიშვილი.