5 ივნისს, 12 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის" კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართება თემაზე: „საქართველოს საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის ანალიზი". კვლევა განხორციელდა საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) მხარდაჭერით, რომლის ფინანსური მხარდამჭერია შეერთებული შტატებისგანვითარების სააგენტო (USAID) და ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის მიერ.
კვლევის მიზანია საქართველოს საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკის და ფისკალური მდგრადობის მიმოიხილავს საქართველოს ანალიზი. დისკუსიაზე „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი" საშუალო და გრძელვადიან ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობას. კერძოდ, ეკონომიკური სტაბილურობისთვის რამდენად სახიფათოა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის არსებული დონე, არის თუ არა მზად საბიუჯეტო სისტემა უპასუხოს დღეისათვის საქართველოს ფისკალური მდგრადობის წინაშე არსებულ და შესაძლო გამოწვევებს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ფისკალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის შემუშავდა რეკომენდაციები მდგრადი ფისკალური პოლიტიკის მისაღწევად. ეფექტიანი და მდგრადი ფისკალური პოლიტიკის მისაღწევად.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს სახელმწიფო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.