"ქრისტიან-დემოკრატები" ფრაქციის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლის მოწვევას ითხოვენ. აღნიშნიული გადაწყვეტილება ქრისტიან დემოკრატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ გუანტანამოს ციხიდან პატიმრებს საქართვეოში ჩამოიყვანენ.
როგორც ნიკა ლალიაშვილი განმარტავს, საჭიროა საზოგადეობას ჰქონდეს სრული ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, გუანტანამოს ციხეში სასჯელს სამი სახის პატიმრები იხდიან. ესენი არიან ის პირები, ვინც საფრთხეს წარმოადგენენ ამერიკის უსაფრთხოებისათვის, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან პატიმრები, რომელთა მიღებაზე ის ქვეყნები სადაც არიან ეს პირები დაბადებულები უარს ამბობენ და მესამე კატეგორაიში ის პატიმრები შედიან, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ საკუთრა ქვეყანაში.
ლალიაშვილი კი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომელი კატეგორიის პატიმრები ჩამოჰყავთ საქართველოში და იმედოვნებს, რომ ესენი არ იქნებიან პირველი ატეგორიის პატიმრები.
"ამისთვის კი საჭიროა ინფორმაცია მოვისმინოთ პასიხისმგებელი პირებისგან" - აცახდებს ნიკა ლალიაშვილი და აღინშნავს რომ ამ მიზნით უახლოეს დღEებში გაიმართება ფრაქციისსხდომა, სადაც მოწვეული იქნება შსს-ს წარმომადგენელი, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.
ფრაქციის სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ორგორც ლალიაშვილი აღნიშნავს შესაძლოა ფრაქციის სხდომა ხვალაც კი გაიმართოს.