აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პარიზში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„ყურადღების ცენტრში უკრაინის საკითხი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ შაბათს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი. საუბარი შეეხება ასევე სირიას და იქიდან ქიმიური იარაღის ნარჩენების გამოტანას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჯენ ფსაკიმ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაგეგმილ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
მასალის გამოყენების პირობები